Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არავის შერჩება და მკაცრი პასუხი იქნება – პრეზიდენტი 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე

მარშალ პრესი 05/10/2025
mikheil kavelashvili

გუშინ საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას და თითოეულ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლინებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ყაველაშვილმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„მადლობა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა პასუხისმგებლობას, რომ მობილიზაცია გააკეთეს ამომრჩევლის, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და არჩევნებში გამარჯვებას მივულოცავ გამარჯვებულ პარტიას, მის თითოეულ წარმომადგენელს, კანდიდატებს და წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა არჩევნების პარალელურად, გუშინ თბილისში, აქციაზე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.

„სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობის მიმართულებით. ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ის ვანდალური აქტები, მოწოდებები, საქართველოს მოქალაქეების ასეთი მაღალი სტანდარტის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები. თვალყურს ადევნებდა საზოგადოება, როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს გარშემო ღობე, ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, სადაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სიარული. უამრავი ადამიანი, ტურისტები სარგებლობენ ამ სილამაზით და როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ასეთი ძალადობრივი აქტის განხორციელება არავის უნდა ეპატიოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და მკაცრი პასუხი იქნება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო
Next: გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს – შსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.