Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო

მარშალ პრესი 05/10/2025
davit chikhelidze

როგორც ყოველთვის, ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო. მორიგი სქემის ჩავარდნამ, ოპოზიციაში ახალი მესიჯები გააჩინა – ზოგი ამბობს, ჩვენ დამხობის გეგმის ნაწილი არ ვყოფილვართო, ზოგი კი ცდილობს თავი დაიჭიროს ისე, თითქოს, საერთოდ არ იცოდა, რა მზადდებოდა, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთად მოქმედებდნენ და ხელისუფლების დამხობის სცენარში ყველას ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვეღარავინ გაექცევა.

“როგორც ყოველთვის, ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო. მორიგი სქემის ჩავარდნამ, ოპოზიციაში ახალი მესიჯები გააჩინა – ზოგი ამბობს, ჩვენ დამხობის გეგმის ნაწილი არ ვყოფილვართო, ზოგი კი ცდილობს თავი დაიჭიროს ისე, თითქოს, საერთოდ არ იცოდა, რა მზადდებოდა.

აღნიშნული სასაცილო და ამავდროულად სატირალია — ისინი, ვინც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ახლა საკუთარ მარცხს ერთმანეთს აბრალებენ!
საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ პროცესში ერთიანად იყვნენ ჩართულები — „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“ და მათი სხვადასხვა სატელიტური ჯგუფები. ყველა მათგანმა მიიღო მონაწილეობა იმ სცენარში, რომელსაც ერთი მიზანი ჰქონდა — ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და ხელისუფლების დამხობა.

დღეს კი, როცა ეს გეგმა მოიშალა და მოქალაქეებმა მათ მორიგ დესტრუქციულ პროექტს ზურგი შეაქციეს, ოპოზიციამ დაიწყო კლასიკური თავის მართლება: „ჩვენ იქ არ ვიყავით“, „ჩვენ სხვანაირად ვფიქრობდით“, „ეს არ იყო ჩვენი ინიციატივა“…
აღნიშნული მიდგომა აღარ მუშაობს, საზოგადოებამ ყველაფერი ნახა — როგორ მოქმედებდნენ შეთანხმებულად, როგორ იმეორებდნენ ერთსა და იმავე მესიჯებს, როგორ ცდილობდნენ უცხოელი პარტნიორების გავლით ქვეყნის შიგნით ქაოსის შექმნას. ახლა ვეღარავინ დაიბანს ხელებს. პასუხისმგებლობა საერთო და განუყოფელია — მათ ერთად დაგეგმეს, ერთად იმოქმედეს და ერთად აგებენ პასუხს.” – წერს დავით ჩიხელიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა, პირველადი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც ერთ საათსა და 25 წუთში გამოცხადდა
Next: ეს არავის შერჩება და მკაცრი პასუხი იქნება – პრეზიდენტი 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.