Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ახლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი “განტევების ვაცებისკენ” თითის გაშვერას: “ჩვენ არა – ისინი იყვნენ!”, ან რა გამბედაობა მოეთხოვება “ლელოს”, “გახარიას”

მარშალ პრესი 05/10/2025
david kartvelishvili

ამაშიც რომ არ არიან ორიგინალურები – წააგე, “ჩაისვარე” – იქონიე გაბედულება და აღიარე, რომ ფარჩაკი ხარ, კრიმინალი და დამნაშავე. თუმცა შენამდე როგორც იქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში შენი საერთაშორისო წინამორბედები, იმავე გზას დაადექით. ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ახლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი “განტევების ვაცებისკენ” თითის გაშვერას: “ჩვენ არა – ისინი იყვნენ!”. ან რა გამბედაობა მოეთხოვება “ლელოს”, “გახარიას” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღეიდან გაირკვევა – ვინ არის “ღრუსი”, ვინ არის ГКЧП-ისტი და ვინ არის “ლუკიანოვი” ქართულ პოლიტიკაში და იმედოვნებს, რომ ამ “იარლიყებს”, ისევე როგორც პასუხისმგებლობას, ქვეყნის წინაშე ვერ მოიხსნიან. „ამაშიც რომ არ არიან ორიგინალურები – წააგე, “ჩაისვარე” – იქონიე გაბედულება და აღიარე, რომ ფარჩაკი ხარ, კრიმინალი და დამნაშავე. თუმცა შენამდე როგორც იქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში შენი საერთაშორისო წინამორბედები, იმავე გზას დაადექით. ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ეხლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი “განტევების ვაცებისკენ” თითის გაშვერას: “ჩვენ არა – ისინი იყვნენ!”.

ან რა გამბედაობა მოეთხოვება “ლელის”, “გახარიას” და ა.შ. ჩვენ კი გავიხსენოთ, მათი მოღალატეობრივი “სიმამაცის” ცნობილი პირველწყაროები და დავაიმედოთ – მაინც ვერ გაექცევით ვერც საზოგადოებრივ, და ვერც სამართლებრივ რისხვას! თურქეთი, 2016 წელი – ერდოღანის წინააღმდეგ ჩაფლავებული გადატრიალების მცდელობა: ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი ჟურნალისტი, ვინც წინა დღეს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და „დიქტატურის დასრულებისკენ“ მოუწოდებდა, უკვე მეორე დღეს აცხადებდნენ, თითქოს მათი სიტყვები მხოლოდ „მშვიდობიანი პროტესტის“ გამოხატულება იყო.

ოპოზიციის ცნობილმა ფიგურებმა, მათ შორის რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წარმომადგენლებმა, სწრაფად მოიშორეს პასუხისმგებლობა და განაცხადეს, რომ „ყოველთვის დემოკრატიული მეთოდების მომხრეები იყვნენ“. რუსეთი, 1991 წელი – აგვისტოს გადატრიალების (ГКЧП) მარცხი, რის შემდეგ ბევრმა მაღალჩინოსანმა და პარტიის ლიდერმა, ვინც თავდაპირველად გადატრიალებას მხარი დაუჭირა, იმავე დღეს უარყო აჯანყებაში საკუთარი ჩართულობა. მაგალითად, სსრკ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვი და სხვა ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ მათი ხელმოწერები ГКЧП-ის დოკუმენტებზე „მოტყუებით გაჩნდა“ და „არ იცოდნენ, რომ ეს გადატრიალება იყო“. ამით, სამწუხაროდ, ზოგმა შეძლო მძიმე სასჯელის თავიდან აცილება იმის საბაბით, რომ „სიტუაციაში ვერ გაერკვნენ“. ამ უკანასკნელი მაგალითის ფონზე, დღეიდან გაირკვევა – ვინ არის “ღრუსი”, ვინ არის ГКЧП-ისტი და ვინ არის “ლუკიანოვი” ქართულ პოლიტიკაში – და ამ “იარლიყებს”, როგორც (იმედია) პასუხისმგებლობასაც ქვეყნის წინაშე ვერ მოიხსნიან“. – წერს დავით ქართველიშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ
Next: ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა, პირველადი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც ერთ საათსა და 25 წუთში გამოცხადდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.