Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ

მარშალ პრესი 05/10/2025
tamta megrelishvili

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია. კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, დესტრუქციული ძალები, არ შემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი.

„მთელი საარჩევნო პერიოდი ოპოზიცია ამომრჩეველთან პოლიტიკური საარჩევნო გზავნილების ნაცვლად ანტიკონსტიტუციური შინაარსის დაპირებებს გასცემდა- “3 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა!” “4 ოქტომბერს ხელისუფლება დაემხობა!”

დღეს 5 ოქტომბერია, “ქართული ოცნება” გამარჯვებული პოლიტიკური ძალა და პოლიტიკურ ველზე უალტერნატივო მოთამაშეა. სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია, კანონი კანონობს, სიმშვიდეა. დესტრუქციული ოპოზიციისათვის გუშინდელი ღამე ჰარაკირი აღმოჩნდა.
ძალა რომელიც გადავიდა თვითგანადგურებაზე, პოლიტიკურად ანულირებულია და მისი აჩრდილიც ოპოზიციური ტელევიზიების მიერ მიწოდებულ ხელოვნურ სუნთქვაზეა დამოკიდებული.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია.კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ.

ეს ძალები არშემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი.“ – წერს მეგრელიშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბიულეტენების დათვლა დასრულდა – ცესკოს პრესსპიკერის ბრიფინგი
Next: ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ახლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი “განტევების ვაცებისკენ” თითის გაშვერას: “ჩვენ არა – ისინი იყვნენ!”, ან რა გამბედაობა მოეთხოვება “ლელოს”, “გახარიას”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.