Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ნამდვილად არის გამჭვირვალე და თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა

მარშალ პრესი 04/10/2025
mariam kvrivishvili

ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ნამდვილად არის გამჭვირვალე და თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ემსახურება კამპანია და როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ ხაშურში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც თითქოს ფული რიგდება საარჩევნო უბანზე, გაირკვა, რომ ვიდეო გუშინდელია და ასევე ახალციხის ვიდეოზე, სადაც ორი ადამიანი აძლევს ერთად ხმას, გაირკვა, რომ მხედველობადაქვეითებულმა დახმარება ითხოვა.

„ვხედავთ მორიგ ჯერზე შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველი, ისევე, როგორც მაყურებელი, შეიყვანონ შეცდომაში. ვხედავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, გამჭვირვალე გარემოში. არჩევნებს აკვირდებიან საერთაშორისო და შიდა დამკვირვებლები.

ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ნამდვილად არის გამჭვირვალე და თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

Continue Reading

Previous: როგორც დავაკვირდით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე” – საერთაშორისო დამკვირვებელი
Next: 15 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025