Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის

მარშალ პრესი 03/10/2025
irakli kobakhidze

დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.

„დღეს მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რეზი სოხაძეს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
Next: მეტეხის ხიდზე მომხდარ ძალადობაზე შსს განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025