Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 03/10/2025
06

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მიაწოდეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ და აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად არჩევნების მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის.

შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა საკანონმდებლო სიახლეები, კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი პროცედურები, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მათთან საუბრისას, კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს გამჭვირვალობის პრინციპით და მიესალმება მიუკერძოებელი, ობიექტური სადამკვირვებლო მისიების ჩართულობასა და დაკვირვებას.

შეხვედრას საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების – Association „ALTERFACT“, „ფუნდამენტური უფლებების ცენტრის“ და საქართველოში უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Continue Reading

Previous: ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
Next: დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი მოეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025