Skip to content
03/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს

მარშალ პრესი 03/10/2025
nati ioseliani ceko

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს

„ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები გაიმართება. სამწუხაროდ, გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტო-ვიდეო გადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო, მათ შორის, ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას. შესაბამისად, საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

საარჩევნო, ისევე როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა, კრძალავს ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღებას ან სხვაგვარ დამუშავებას, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. დაუშვებელია ამომრჩევლის აღრიცხვა, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.

ამასთან, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, დადგენილი წესით, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება და არა აუდიომონიტორინგი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტების შესწავლის შემდეგ, ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით და განხორციელდა ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება, რომელიც სხვა, ადრე არსებულ მექანიზმებთან ერთად აღარ ტოვებს ფარულობის საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციის სივრცეს. სხვა შემთხვევებში ფარულობის პრინციპზე საუბარი იქნება მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც დააზიანებს საარჩევნო პროცესს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

Continue Reading

Previous: საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
Next: ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025