Skip to content
03/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მარშალ პრესი 03/10/2025
505

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესების მართვის სფეროში.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მიზნად ისახავს, მხარეებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.
მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ისე საარჩევნო პროცესების კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ასევე არჩევნების ინკლუზიურობისა და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კუთხით.
მხარეები კონსულტაციებს გამართავენ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსასაზღვრად და ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით.
აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა ხაზს უსვამს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საერთო მიზანს, ხელი შეუწყონ გამჭვირვალე, ინკლუზიურ და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ საარჩევნო გარემოს განვითარებას.

ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერამდე, გიორგი კალანდარიშვილმა, ჯანეტ ლავს დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია სრულად არის მზად უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება.

 

Continue Reading

Previous: არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჯამში, 2500-ზე მეტი დამკვირვებელს და მედია-წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს არჩევნები
Next: საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025