Skip to content
07/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

მარშალ პრესი 03/10/2025
irakli kobakhidze

2012 წლის შემდეგ, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერ ძალადობას უმკაცრესი კანონისმიერი პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა  ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა: ძვირფასო ბოლნისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის – დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავ გაიმარჯვებს!
Next: მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.