Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა: ძვირფასო ბოლნისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის – დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავ გაიმარჯვებს!

მარშალ პრესი 03/10/2025
zamur

“ქართული ოცნების” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, ბოლნისის მოსახლეობას მიმართავს და წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის. როგორც მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს, მას ადგილობრივების მხარდაჭერის იმედი აქვს, გამარჯვების შემდეგ კი მათთან ერთად აპირებს მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, განვითარებასა და წარმატებაზე ზრუნვას.

“ძვირფასო ბოლნისელებო, პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამართულ შეხვედრებში თქვენი აქტიური ჩართულობისთვის. ეს გზა ჩვენ ერთად გავიარეთ და თქვენი გვერდით დგომა, გულღია საუბრები და მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი ძალა იყო. დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავ გაიმარჯვებს! ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო იმ მუნიციპალიტეტის მერი, სადაც ჩვენი ბავშვობა, აწმყო და მომავალია. ბოლნისი, ეს არის ადგილი, სადაც ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ერთობა სუფევს.

ეს ჩვენი საერთო სახლია, ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავლის საფუძველი. ბოლნისი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვნებით, შრომისმოყვარე და გულღია ადამიანებით. მოხარული ვარ, რომ კამპანიის ფარგლებში გავიცანი ახალი ადამიანები და მომეცა შესაძლებლობა მომესმინა მათი ხედვები. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს, მათი ენერგია და იდეები კიდევ უფრო ხალისით და მოტივაციით გვავსებს. ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი და მათი ხედვების გაზიარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. თქვენი თანადგომით და მხარდაჭერით დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ და წარმატებულ მუნიციპალიტეტს.

მჯერა, რომ ერთობითა და ერთსულოვნებით მომავალს იმედით შევხვდებით და სიამაყით ვიტყვით: ეს ჩვენი ბოლნისია! აქვე, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის. მეგობრებო, არჩევნებში მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, მხარდაჭერისა და ერთიანობისკენ. მე არ ვარ მხოლოდ კანდიდატი, მე ვარ თქვენი თანამოქალაქე, რომელსაც გულწრფელად სურს, რომ ბოლნისი იყოს განვითარებული, მშვიდობიანი და სამართლიანი. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი! მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ბოლნისს!” – წერს ზამურ ჭითანავა.

Post navigation

Previous: ხვალ მათ ალბათ ექნებათ მორიგი მცდელობა, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ძალზე გაუჭირდებათ – დავით ქართველიშვილი რადიკალური პროცესის ინიციატორებზე
Next: არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.