Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

მარშალ პრესი 02/04/2022
მიხეილ ჩხენკელი

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიმართვას ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო კიდევ ერთხელ უერთდება აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მხარდამჭერ ინიციატივას, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათ მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების გაზრდას ემსახურება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახალგაზრდების, მათ შორის, აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებათა რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესში მოზარდების სრულყოფილი ჩართულობა.

განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შეთავაზების კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში მსურს, განსაკუთრებით გამოვყო სპეციალური მასწავლებლების როლი, რომელთა პროფესიონალიზმი, შრომა და თავდადება ფასდაუდებელია.

ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ეტაპობრივად ყველა არსებულ გამოწვევას დავძლევთ“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით 2007 წელს დაწესდა. ამ თარიღის აღნიშვნის უმთავრესი მიზანია აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და რეალიზაციის მხარდაჭერა.

Continue Reading

Previous: პენტაგონი უკრაინას კიდევ $300 მილიონის სამხედრო დახმარებას მიაწვდის
Next: შოთა ხაბარელი ,,მთავარს”: ჩვენ იმიტომ ვართ აქ, აი ეს გამოცდილი პროვოკატორები რომ გყავთ, არ მოაწყონ პროვოკაციები, ჩვენ ამას ვაკონტროლებთ, რომ იყოს სიმშვიდე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025