Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პენტაგონი უკრაინას კიდევ $300 მილიონის სამხედრო დახმარებას მიაწვდის

მარშალ პრესი 02/04/2022
პენტაგონი

აშშ-ის ხელისუფლება უკრაინას კიდევ 300 მილიონ დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით პენტაგონი 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს. საერთო ჯამში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს უკვე 2,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის 1,6 მილიარდი – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ“, – აცხადებს ჯონ კირბი.

მისივე თქმით, დახმარების ახალ პაკეტში შევა სარაკეტო კომპლექსები, უპილოტო საფრენი აპარატები, ჯავშანავტომობილები, ტყვიამფრქვევები, საბრძოლო მასალა და სხვა შეიარაღება.

Continue Reading

Previous: ირმა ზავრადაშვილი “მთავარ არხს”: ჩემი სურვილია, ვიყო ამ საარჩევნო უბანზე და დავაკვირდე, როგორ აშავებთ, თქვენი მე-5 კოლონის პარტია და პარტიული ტელევიზიები
Next: მიხეილ ჩხენკელი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025