Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ბაჩიაშვილის დედა საუბრობს, რომ ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და რატომ არის ის მსჯავრდებული, ეს მიუთითებს, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე და როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ეს ორმაგად ამორალური საქციელია

მარშალ პრესი 30/09/2025
levan machavariani

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სასამართლოს აქვს მტკიცებულებების უმაღლესი სტანდარტი, რის მიხედვითაც ბაჩიაშვილი არის თაღლითობაში მსჯავრდებული.

„ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. სასამართლოს აქვს მტკიცებულებების უმაღლესი სტანდარტი, რის მიხედვითაც ბაჩიაშვილი არის თაღლითობაში მსჯავრდებული. მანდ კითხვის ნიშანი არ არსებობს. გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახმა ფული გაათეთრა თუ არა, რა თქმა უნდა რელევანტურია, თუმცა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
ბაჩიაშვილის დედა რომ საუბრობს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და მაქედან გამომდინარე, რატომ არის ბაჩიაშვილი მსჯავრდებული, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე. მით უმეტეს, როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ის უკვე უნამუსო და უსინდისოა და როდესაც თაღლითობას სჩადის თავის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ფული ანდო და აშოვნინა, ეს კიდევ ორმაგად ამორალური საქციელია. შესაბამისად, ამით აპელირება ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული.

ცნობისთვის, პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

Continue Reading

Previous: თურმე, ბიძინა ივანიშვილის ახლობელი ყოფილა ბაჩიაშვილი და ამიტომ „ასე არ უნდა მოქცეოდა“, ჯერ ერთი, ივანიშვილი კი არ „მოექცა“, შესაბამისი უწყებები მოიქცნენ კანონის შესაბამისად და მეორე, თუ ვინმეს არ უნდა უღალატო და მოჰპარო, პირველ რიგში ახლობელს
Next: აგენტი აგენტის დასაცავად – თინა ხიდაშელი რომ ტაივანის გაშიფრული აგენტია, ეს მთელმა საქართველომ და ტაივანმა იცის, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, თუ როგორ დაგეშეს პატრონებმა ბაჩიაშვილის დასაცავად, არ აქვს ხიდაშელისთვის მნიშვნელობა დამნაშავეა თუ არა ბაჩიაშვილი, დავალება მიიღო და იცავს!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025