
ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედის, მარინა რამაზაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც მის შვილს ბიძინა ივანიშვილი „ასე არ უნდა მოქცეოდა“. ზერეკიძე აღნიშნავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ოჯახიც თავისნაირი ჰყოლია და ბიძინა ივანიშვილი კი არ მოექცა მას არასწორად, არამედ „შესაბამისი უწყებები მოიქცნენ კანონის შესაბამისად“. „ბაჩიაშვილს ოჯახიც თავისნაირი ჰყოლია.
თურმე ბიძინა ივანიშვილის ახლობელი ყოფილა ბაჩიაშვილი და ამიტომ „ასე არ უნდა მოქცეოდა“. ჯერ ერთი ბიძინა ივანიშვილი კი არ „მოექცა“, შესაბამისი უწყებები მოიქცნენ კანონის შესაბამისად და მეორეც თუ ვინმეს არ უნდა უღალატო და მოჰპარო, პირველ რიგში ახლობელს. მოკლედ შვილი ოჯახის სარკეაო თაღლითი ბაჩიაშვილის შემთხვევაში 100% გამართლდა“,- წერს გიორგი ზერეკიძე.