Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია – ნინო წილოსანი რადიკალი აქტივისტის ნანა სანდერის მიმართვაზე

მარშალ პრესი 30/09/2025
nino tsilosani cilosani

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანა სანდერი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეკრიბეს ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების ჯარი, მათ შორის, არიან აფხაზეთის და აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც, ავღანეთშიც და უკრაინაშიც. ამასთან, ამბობს, რომ მეორე მხარეს მდგომ ქართველებს, “უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსი” უნდა მისცენ. წილოსანი წერს, რომ ვიდეოში თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია.

„თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია.. ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომ აპირებენ არეულობის მოწყობას.. არალეგალური ჯარის ფორმირებას, რომ ახდენენ და თურმე, შანსი რომ უნდა მოგვცენ უმსხვერპლოდ გადავრჩეთ მაგრამ ამაზე უფრო მეტად ის არის შეურაცხმყოფელი – ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყანა დატოვეს და ევროპულ ქვეყნებში ტკბებიან კანონის უზენაესობით, სიმშვიდით და კეთილდღეობით და ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიგეგმავენ (ნანა სანდერ -შტუტგარტი, გერმანია; რევაზ ბეროზაშვილი – ბრიუსელი, ბელგია) თქვენ ვინ მოგცემთ საშუალებას, ჩვენი დიდი ძალისხმევით აწყობილი, მშვიდობიანი ქვეყანა აგარევინოთ!“- წერს წილოსანი.

Post navigation

Previous: ტრეფიკინგთან ბროძლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლები ხელისუფლების წარმომადგენლება მოინახულეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.