Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ

მარშალ პრესი 29/09/2025
archil gorduladze

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც მათი ინფორმაციით კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის და მოსყიდვის მცდელობაა ასახული. გორდულაძე მიესალმება პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და აცხადებს, რომ გამოძიების შედეგად ფარდა აეხდება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ დაგეგმილ მავნებლობას. „მადლობა მათ კიდევ ერთხელ, რომ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ.

ვამხილოთ, მათ შორის, ის ქმედებები, რომელებსაც ისინი გეგმავენ 4 ოქტომბრისათვის. მათ რამდენიმე ათეულ შემთხვევაში მუნიციპალურ არჩევნებში კანდიდატიც კი ვერ დაასახელეს და რა კანდიდატებზე ზეწოლასა და მათ მოსყიდვაზეა საუბარი, გაურბით მათ თავიანთ წევრები და ერთი თუ ორი ადამიანი მათ გამოიჭირეს და ათქმევინეს აბსოლუტური სისულელე და შემდეგ ამ სისულელეზე კომენტარები აკეთეს. რეალურად კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და შესაბამისად ფარდა აეხდება იმ მავნებლობას, რომელიც დაგეგმილი აქვს „ლელოს“ და მათთან დაკავშირებულ ყველა იმ ე.წ. პოლიტიკოსს, რომელიც არის აგენტი და ყველაფერზე ხელმომწერი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Continue Reading

Previous: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, მათ უნდა იცოდნენ რასთან გვქონდა საქმე და რა არ უნდა გამეორდეს
Next: 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები დასრულდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025