
„საგამოძიებო კომისიის მასალები წავა საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე პროკურატურაში და ყველა საიდუმლოს აეხდება ფარდა,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობს რეჟიმის მხრიდან კლანური მმართველობის ფაქტების საგულდაგულოდ დამალვაზე.
როგორც დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აუცილებელია დარღვევების შესახებ ინფორმაციის ახალგაზრდებამდე მიტანა, რათა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსგავსი სისასტიკე აღარ გამეორდეს.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას უამრავ მასალას გავეცანი და მივხვდი, თუ როგორ საგულდაგულოდ გვიმალავდნენ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას 2003-2012 წლებში ჩადენილი თავიანთი კლანური დანაშაულების შესახებ.
რაღაცას ვხვდებოდით, მაგრამ ინსტინქტური წინათგრძნობა გამაგრებული კონკრეტული დოკუმენტით არ გვქონდა და ფაქტობრივად ჩვენი კომისიის წევრების თვალწინ გადაიშალა უახლოესი ისტორიის სრულიად წარმოუდგენელი ფურცლები. თეა წულუკიანის გადაწყვეტილება [კომისიის მასალების საკონსტიტუციო სასამართლოსა და პროკურატურაში წარდგენის შესახებ] იყო აბსოლუტურად ლოგიკური და ამას ველოდით კიდეც. ყველაფერი, რა თქმა უნდა, წავა საკონსტიტუციო
სასამართლოში, ასევე პროკურატურაში და ყველა საიდუმლოს აეხდება ფარდა.
მინდა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა ახალგაზრდებმა აუცილებლად წაიკითხონ, მათ უნდა იცოდნენ რასთან გვქონდა საქმე და რაც არ უნდა გამეორდეს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.