Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტარებისთვის არის პრობლემა, რადგან ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ პროცესს აწარმოებს საქართველოში. მათ მიაჩნიათ, რომ ერთი ადამიანის ფინანსური შეზღუდვით, საკუთარ ნებას უფრო მარტივად გაამყარებენ

მარშალ პრესი 27/09/2025
nukri

ბიძინა ივანიშვილი მათთვის (ევროპარლამენტარები) არის პრობლემა, რადგან ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ პროცესს აწარმოებს საქართველოში. მათ მიაჩნიათ, რომ ერთი ადამიანის ფინანსური შეზღუდვით, საკუთარ ნებას უფრო მარტივად გაამყარებენ, – განაცხადა ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას.

„მინდა შედარება გავაკეთო, რა პესპექტივა გველის. ეს არის მოლდოვური პერსპექტივა. ვნახეთ, რომ „იმედის“ გადამღები ჯგუფიც არ შეუშვეს იქ. 2-3 დღით ადრე, პარტიას გაუუქმეს არა მარტო არჩევნებში მონაწილეობა, არამედ შეუზღუდეს პოლიტიკური საქმიანობა. ვიცით, რომ რუმინეთში არჩევნები გააუქმეს, კანდიდატი ციხეშია.

ავიღოთ ევროპარლამენტარების განცხადება და მეორე მხრივ ავიღოთ მათი კვლევები, რომელიც გვაჩვენებს, რომ აქ ქვეყანა ვითარდება, ის პარამეტრები, რითიც ფასდება დემოკრატია – უმჯობესდება. მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს განცხადებები, რომელიც ამ დასკვნებს არც კი ეხება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ობიექტურ მოცემულობებით ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნა ისტორიკოსმა.

როგორც შოშიაშვილმა აღნიშნა, ევრობიუროკრატების ასეთი დამოკიდებულება ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიცვლება.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
Next: “ტვ პირველის” სიუჟეტები საზოგადოების ფართო ფენებზე ზემოქმედების თვალსაზრისით ვერ ჯობნის კომუნისტურ „ვრემიას“, მაგრამ მათ მუდმივ, უკვე ზომბირებულ მაყურებელზე უდავოდ ექნება ის ზემოქმედება, რომელიც ტვინების გეგმაზომიერი და მეთოდური გამორეცხვის შედეგად ნებისმიერი ტყუილის ან ნახევრად ტყუილის სიმართლედ წარმოჩენას გულისხმობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025