Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ

მარშალ პრესი 27/09/2025
irakli kobakhidze

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იდარდებს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საფრანგეთის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის დაინიცირებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს რეზოლუცია არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს.

“რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილი ისევ კვდება და საქართველოში არის ავტორიტარული მმართველობა, თქვენს შეკითხვებზე მეტად არასერიოზულიც კი არის ის რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთში დაინიცირდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს,”- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ცესკომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა
Next: ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტარებისთვის არის პრობლემა, რადგან ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ პროცესს აწარმოებს საქართველოში. მათ მიაჩნიათ, რომ ერთი ადამიანის ფინანსური შეზღუდვით, საკუთარ ნებას უფრო მარტივად გაამყარებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025