Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „დიდებულ მოლდოვას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

მარშალ პრესი 27/09/2025
mm

მოლოდვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარალამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს პარტია „დიდებული მოლდოვა“, რომელიც უკანონო დაფინანსების მიღებაშია ეჭვმიტანილი.

როგორც ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ქვეყნის პოლიციას, უსაფრთხოების სამსახურსა და დაზვერვას აქვს მტკიცებულებები, რომ პარტია „დიდებული მოლდოვა“ დაფინანსების მისაღებად უკანონო წყაროებს და უცხო ქვეყნების სახსრებს იყენებდა.

ამასთან ერთად, პარტიის წევრები ეჭვმიტანილები არიან ამომრჩევლებისთვის ფული დარიგებაში, რათა ზეგავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე. მოლდოვის ხელისუფლება ასევე ეჭვობს, რომ პარტია „დიდებული მოდლოვა“ მოქმედებდა როგორც ქვეყანაში აკრძალული პარტიის, „შორის“ მემკვიდრე ორგანიზაცია.

პარტიის ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პროკურორმა ვიქტორია ფურტუნემ ცენტრალური საარჩვენო კომისიის გადაწყვეტილებას მიკერძოუბული უწოდა და მისი გასაჭივრების პირობა დადო. ფურტუნეს წინააღმდეგ სანქციები დაწესებული აქვს ევროკავშირს. მას მოლოდვიდან გახიზნული ოლიგარქის, ილან შორის მხარდაჭერაში ედება ბრალი.

მანამდე მოლდოვის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს პარტია „მოლოდვის გულს“, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პრორუსულ ბლოკში შედიოდა.

საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 28 სექტემბრს გაიმართება. არჩევნების წინ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოქალაქეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს. სანდუს თქმით, არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში მოლდოვა მოწყდება ევროპას და შესაძლოა გადაიქცეს პლაცდარმად ოდესის ოლქში რუსეთის სამხედრო ოპერაციისთვის.

თავის მხრივ, რუსეთში აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევიან.

Continue Reading

Previous: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა შესაძლო კანონიერი გზით აუკრძალოს აგენტურას პოლიტიკაში არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანსაღი ოპოზიციური ძალები მთლიანად ჩაიხშობიან და ხელისუფლებაში მოვა აგენტურა, რისი დაშვებაც შეუძლებელია
Next: ზელენსკის კულტურის მინისტრის მოადგილედ ღიად “პედერას@ი დაინიშნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025