
„ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამძაფრდა აგენტურული ოპოზიციის მხრიდან გადატრიალების და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, რამაც იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილში შიშმაც კი დაისადგურა“- ამის შესახებ პოლიტიკურ პარტია „მემარცხენე ალიანსში“ განაცხადეს. ბრიფინგზე ასევე ხაზი გაესვა არჩევნებში 4 ოპოზიციური პარტიიდან ორი მათგანის მონაწილეობაზე და ითქვა, რომ „ეს მზაკვრული გეგმა გაკეთებულია იმისათვის, რომ ქუჩაშიც ჰქონდეთ გავლენა და საარჩევნო ყუთთანაც“. „დღეს საქართველოში არის ასეთი მოცემულობა- ხელისუფლება სათანადო პასუხს ვერ სცემს აგენტებისგან გაკეთებულ განცხადებებს, რომ სახელმწიფოში მოხდება გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ რევოლუციურ მოწოდებებს შეუძლია დაზაფროს მოსახლეობა. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა შესაძლო კანონიერი გზით აღკვეთოს აგენტების მოქმედება, რომელიც იმართება უცხოეთისგან. ესენი არიან ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიმართლმადიდებლური ძალები, რომელთა აღკვეთაც აუცილებელია. თუ ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ისეთ ქმედებას, რომ ვითომ ვერაფერს იმჩნევს და ვითომ არაფერი ხდება ქვეყანაში, მაშინ დაიწყება უმართავი პროცესები, რომელიც ძალიან მძიმედ დააწვება ჩვენს ქვეყანას. ოთხი აგენტურული პოლიტიკური პარტიიდან, ვითომ ოპოზიციიდან, ორი დარჩა რადიკალიზაციაში, ორმა დაიწყო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ეს მზაკვრული გეგმა გაკეთებულია იმისათვის, რომ ქუჩაშიც ჰქონდეთ გავლენა და საარჩევნო ყუთთანაც. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და ყველანაირი კანონიერი გზით აუკრძალოს აგენტურას პოლიტიკაში არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში დაიწყება ისეთი პროცესები, რომ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები მთლიანად ჩაიხშობიან და ხელისუფლებაში მოვა აგენტურა. ამის დაშვება შეუძლებელია და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას შეასრულებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს საშინელი დარტყმა იმ გზით, რა გზითაც აგენტურა ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას- ეს არის სისხლი, სახელმწიფო გადატრიალება და ა.შ.“- ნათქვამია „მემარცხენე ალიანსის“ განცხადებაში.