Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური წურწუმიას ქუჩის მცხოვრებლებს და ნაკადულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

მარშალ პრესი 27/09/2025
553412711_1135009874758601_1251484526957735395_n

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად შეხვედრები გაიმართა წურწუმიას ქუჩის მცხოვრებლებთან და ნაკადულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წურწუმიას ქუჩაზე და მიმდებარე დასახლებაში სულ რამდენიმე წლის წინ არ იყო ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალგაყვანილობა, ასევე, არ მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დღეისთვის ყველა ეს პრობლემა აღმოფხვრილია – დასახლება სრულად ელექტრიფიცირებული და გაზიფიცირებულია, უწყვეტად მიეწოდება წყალი და მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ ეტაპზე ადგილობრივები ითხოვენ რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რაშიც კანდიდატმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
რაც შეეხება ნაკადულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს, მათ სურთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, რაზეც ზაქარია წიკლაურთან შედგა შეთანხმება, რომ ამ საკითხზე ის დევნილებთან ერთად იმუშავებს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზრუნვის საგანია – ტაო-კლარჯეთიც, ლორეც, ჰერეთიც, აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც. ბოლო ჟამის დადგომის წინ, იბერია სწორედ თავის დედა-მარიამისეული საზღვრებით გაბრწყინდება
Next: არჩევნებზე ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს არა იმიტომ, რომ გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშაა, არამედ იმიტომ, რომ არ ვათქმევინოთ არც გარე და არც შიდა მტრებს, რომ არჩევნებზე ხალხი არ მოვიდა და ამით ლეგიტიმაციის საკითხი სალაპარაკო არ გახდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025