Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვფიქრობთ, 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება

მარშალ პრესი 26/09/2025
irakli kobakhidze

ვფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნები ჩაივლის მშვიდად და 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდება, რათა ბიზნესს ჰქონდეს სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო.

„დღეს გვაქვს მშვიდი ვითარება. ჩვენ წინ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ასევე 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და სტაბილურობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო თქვენი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისთვის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან კონსულტაციები, თქვენთან მუშაობა, თქვენთან თანამშრომლობა. დღევანდელი დღეც გვაძლევს ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას და მომავლისთვისაც ვართ სრულიად ღია თანამშრომლობისთვის, კონსულტაციებისთვის, თქვენი რჩევების მიღებისთვის. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ პატივისცემას და თანამშრომლობის მზაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: თუ ძალა არ გვექნება ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინ მზად ვართ ამაზე სასაუბროდ, მზად ვართ ისინი მომავალში დიპლომატიური საშუალებებით დავიბრუნოთ და არა ძალის გამოყენებით
Next: თვალი ადევნე სპორტის ყველა სიახლეს Adjarabet Arena-ზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025