Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თუ ძალა არ გვექნება ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინ მზად ვართ ამაზე სასაუბროდ, მზად ვართ ისინი მომავალში დიპლომატიური საშუალებებით დავიბრუნოთ და არა ძალის გამოყენებით

მარშალ პრესი 26/09/2025
zelenski

უკრაინა მზადაა მომავალში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დიპლომატიით დაიბრუნოს და არა იარაღით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა, რითაც რუსეთსა და უკრაინას შორის ახალი ფაქტობრივი საზღვრების განხილვის საშუალება დაუშვა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ტერიტორიების დაბრუნების დიპლომატიური გზით განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იარაღით ამ ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია ან თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება. პრეზიდენტი თვლის, რომ ეს ყველასთვის კარგი კომპრომისი იქნება. „თუ ხვალ ცეცლის შეწყვეტა მოხდება, თუ ჩვენ ძალა არ გვექნება, რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ, მაშინ მზად ვართ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ისინი მომავალში დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ და არა ძალის გამოყენებით. ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი კომპრომისია. ასეთი საკითხების გადაწყვეტა გვიწევს.“-აცხადებს ზელენსკი.

Continue Reading

Previous: ევროკრატიის თოჯინები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ დიდხანს ვერ იარსებებენ პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან მათ ავტორიტარიზმს პასუხს გასცემენ ცალკე უკრაინელები და ცალკე მოლდოველები
Next: ვფიქრობთ, 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025