Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

EBRD-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გააუმჯობესდა

მარშალ პრესი 26/09/2025
ebrd

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი.

,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის 9.4%-დან 2025 წლის პირველ ნახევარში წლიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 8.3%-მდე შენელდა. ზრდა განპირობებული იყო საკრედიტო ექსპანსიით, IT და განათლების სექტორების და მომსახურების ექსპორტის ზრდით. 2024 წელს საშუალო 1.1%-ის შემდეგ, ინფლაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში 3.5%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს”, – წერს EBRD.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით ფისკალური და საგარეო პოზიციები შედარებით დარჩა, რასაც მდგრადმა ტურიზმა შეუწყო ხელი. საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოსთვის 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე აღდგა. EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს EBRD-ის პროგნოზი შემდეგია:

სომხეთი – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 5.0% | პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა

თურქეთი – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 3.1% | პროგნოზი გაუმჯობესდა 0.3%-ით

აზერბაიჯანი – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.0% | პროგნოზი შემცირდა – 1.0%-ით

მოლდოვა – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 1.5% | პროგნოზი შემცირდა – 0.3%-ით

უკრაინა – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.5% | პროგნოზი შემცირდა – 0.8%-ით

Post navigation

Previous: არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.