Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 26/09/2025
levan nikoleishvili

არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი, ვერც გამოჩნდება, უბრალო მიზეზიდან გამომდინარე-ძალიან მარტივად, მშვიდად და აუღელვებლად ეგებება “მერობის კანდიდატი” კვერცხების წვიმას, მართალია ზოგი კი წამოხტება და “გარბის”, დანარჩენები კი ვითამც არაფერი კუპრაძეს უსმენს – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ამ არადამაჯერებელ ამბავში უფრო სასაცილოდ ის ფაქტი ჩანს, რომ “ტიტუშკების შემოტევას”, საეჭვოდ მომზადებულები დახვდნენ “ლელოში”, ვინაიდან, საპასუხო ბანერი, სადაც ინციდენტში ‘ქართული ოცნება” დაადანაშაულეს, მომზადებული ჰქონდათ.

“არ ჩანს დამაჯერებლად “ლელოს” კვერცხების ამბავი, ვერც გამოჩნდება უბრალო მიზეზიდან გამომდინარე – ძალიან მარტივად, მშვიდად და აუღელვებლად ეგებება “მერობის კანდიდატი” კვერცხების წვიმას, მართალია ზოგი კი წამოხტება და “გარბის”, დანარჩენები კი ვითომც არაფერი, კუპრაძეს უსმენს. ამ არადამაჯერებელ ამბავში კი უფრო სასაცილოდ ჩანს, რომ როგორც თვითონ ამბობენ, ტიტუშკების შემოტევას, ძალიან საეჭვოდ მომზადებულები დახვდნენ, როგორც მინიმუმ “შესაბამისი” საპასუხო ბანერი მომზადებული ჰქონდათ. ამას აიტანს კაცი, მთავარია არჩევნებში დამარცხების მერე “ლელომ” და “გახარიას” პარტიამ ერთმანეთს არ დაამტვრიონ თავ-პირი; აქაც გამზადებული ექნებათ ბანერი: “ოცნებამ, ჯერ არჩევნები გააყალბა და მერე სამაგალითოდ გვცემა.” – წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ბიჭოოო, ეს მართლა თაღლითების პარტია. ეს რა უნიჭო სპეკტაკლი დადგეს ამ ფარჩაკებმა, ბანერი რომ ჰქონდათ თან წინასწარ მომზადებული ამ საცოდავებს
Next: EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გააუმჯობესა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025