Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაიხსნა საგუნდო მუსიკის ფესტივალი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში საზოგადოებას აკადემიური და საბავშვო გუნდების მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს შესთავაზებს – გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს

მარშალ პრესი 25/09/2025
konstantine buzaladze

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ბუზალაძე, საგუნდო მუსიკის ფესტივალის გახსნას დაესწრო, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბუზალაძის განცხადებით, გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს და ფესტივალზე, საზოგადოება, საქართველოში არსებული აკადემიური და საბავშვო გუნდების მიერ შესრულებული ნაწარმოებების მოსმენას შეძლებს. “ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ემოციური დღე იყო – გაიხსნა საგუნდო მუსიკის ფესტივალი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას საქართველოში არსებული აკადემიური და საბავშვო გუნდების მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს შესთავაზებს.

გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს. ეს ტრადიცია კი დიდწილად უკავშირდება ალექსანდრე კაჭარავას და ჩვენს დიდ მაესტროს, შალვა მოსიძეს, რომლებმაც არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი აღზარდა და გორი აქცია ქართული საგუნდო მუსიკის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. წლევანდელი საგუნდო მუსიკის ფესტივალი კი ყველასათვის უსაყვარლესი გორელი კომპოზიტორის – ჯემალ ბეგლარიშვილის 85 წლის იუბილეს ეძღვნება და გორში ახალ ქუჩას მისი სახელი დაერქვა. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასწავლებლების, ქოროებისა და თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ კულტურას დღემდე აგრძელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეების განმავლობაში, გორი კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში მოექცევა და დაუვიწყარ საღამოებს ვიხილავთ,” – აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.

Continue Reading

Previous: სოფელ ტოლებში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა
Next: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025