Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

სოფელ ტოლებში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა

მარშალ პრესი 25/09/2025
101

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, იუსტიციის სახლის 126-ე ფილიალი გახსნა.

დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, თანამედროვე სტანდარტის შენობაში, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისი.

ტოლების იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით; შენობა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.

იმერეთის რეგიონში ამჟამად 27 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს; ასევე, იმერეთის რეგიონს ემსახურება 3 მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც 15 სოფელს ფარავს.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც სამინისტროს მთავარ მიზანს − სერვისების მუდმივ განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

ტოლების იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ლევან ზალკალიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

Continue Reading

Previous: დასაგმობია რიგი ევროპელი დიპლომატების, “დიპ სტეიტის” აგენტების და “ნაცბაბლის” სამარცხვინო შეცხადება, თურმე, როგორ აკადრეს და საქართველოს შიდა საქმეებში ხელების ფათურის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ესა თუ ის ე.წ. ელჩი
Next: გაიხსნა საგუნდო მუსიკის ფესტივალი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში საზოგადოებას აკადემიური და საბავშვო გუნდების მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს შესთავაზებს – გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025