Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – დეპოლარიზაცია მხოლოდ მმართველ გუნდზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მეორე მხარეზეც, მეორე მხრიდან კი პოლარიზაციის ხარისხის გაღრმავების მცდელობებს ვხედავთ

მარშალ პრესი 24/06/2022
მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია რატომღაც ისეთი საკითხების წამოწევას ცდილობს, რაც რეკომენდაციებში არ არის გათვალისწინებული და პირდაპირ არ არის მითითებული, შემდეგ ცდილობენ, ეს მიაბან იმ ნაწილს, სადაც წერია შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით. სულისკვეთება ნიშნავს ამ შემთხვევაში მეტწილად, რომ დეპოლარიზაციის საკითზეა პირდაპირი მინიშნება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დეპოლარიზაცია მხოლოდ მმართველ გუნდზე არ არის დამოკიდებული, დეპოლარიზაცია დამოკიდებულია მეორე მხარეზეც, მეორე მხრიდან კი პოლარიზაციის ხარისხის გაღრმავების მცდელობებს ვხედავთ.

„დეპოლარიზაცია მხოლოდ მმართველ გუნდზე სამწუხაროდ არ არის დამოკიდებული, თორემ ჩვენ გარანტირებულად ვიტყოდით, რომ ყველა საკითხს შევასრულებთ. ჩვენ ერთის გამოკლებით იმიტომ ვამბობთ, რომ დეპოლარიზაცია დამოკიდებულია მეორე მხარეზეც და მათგან სურვილს ვერ ვხედავთ, პირიქით, პოლარიზაციის ხარისხის გაღრმავების მცდელობებს ვხედავთ. თუმცა, პროცესები შეიძლება ისე წავიდეს, რომ მათაც იფიქრონ და დარწმუნდნენ, რომ თუ მართლა აკეთებს, ისინი ხომ ამბობენ, რომ ხელისუფლება არ შეასრულებს ამ პუნქტებს, რომ შეხედავენ, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა პუნქტის შესრულებას, ემუშავება ევროკომისიას, ევროკავშირს ზოგადად და ზედმიწევნით ასრულებს ყველა რეკომენდაციას, აქაც იქნებ რაციონალურად იფიქრონ და დარწმუნდნენ, რომ მათი წილი პასუხისმგებლობა იმ ერთ პუნქტთან დაკავშირებით ასაღებია“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე ხოშტარიაზე: უკვე რამდენიმე დღე მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს რუსული შემოსავლები. გამოაქვეყნოს და დარწმუნდება საზოგადოებაც, თქვენც და ჩვენც, თუ რაშია საქმე
Next: მამუკა მდინარაძე – თუ ევროპელი პარტნიორები და ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული შანსი, ჩვენი ოპონენტები უწოდებენ გაშვებულ შანსს, ამ შემთხვევაში ობიექტურობა ევროპელი ლიდერებისკენ, ანუ, ამავდროულად ჩვენსკენ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.