Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ხოშტარიაზე: უკვე რამდენიმე დღე მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს რუსული შემოსავლები. გამოაქვეყნოს და დარწმუნდება საზოგადოებაც, თქვენც და ჩვენც, თუ რაშია საქმე

მარშალ პრესი 24/06/2022
მამუკა მდინარაძე

აქ არის ორი ვერსია, მესამე ვერსია ბუნებაში არ არსებობს. ერთი ვერსიაა, რომ მართლა საავტორო მემკვიდრეობას იღებს, რაც წარმოუდგენელია თანხის ის რაოდენობა, რაც მათ ერიცხებათ, ყოველთვიურად. მაგრამ, ასე თუ არის, ამის დამტკიცება შეიძლება მარტივად. უკვე რამდენიმე დღე მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს რუსული შემოსავლები. გამოაქვეყნოს და დარწმუნდება საზოგადოებაც, თქვენც და ჩვენც, თუ რაშია საქმე,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ელენე ხოშტარიას რუსული ფულის შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არის ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს თანხები, რაოდენობიდან გამომდინარე სულაც არ არის სამემკვიდრეო თანხა და შესაძლოა, სჭირდებოდათ ლეგენდა, თანხის გადმოსარიცხათ.

,,რეალურად, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ეს არ არის საავტორო და სამემკვიდრეო, არამედ შესაძლოა, ლეგენდა იყოს შექმნილი და ამ ლეგენდის თანახმად, სინამდვილეში, რაღაცა სხვა რუსული ფულია. ალბათ ადვილად გასაგებია, რა მიმართულებით შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ ეჭვი არსებობს, რომ შეიძლება ურიცხავდნენ თავის „პარტნიორებს“, რბილად ვთქვათ, აქაც, პირდაპირ საქართველოში არ ჩაურიცხავენ, რომ ეს არის ვთქვათ – აგენტია და მოდი, ამას ჩავურიცხოთო. ასე ხომ არ ჩაურიცხავენ, რაღაც ლეგენდა სჭირდება ამ ჩარიცხვას. ეს ლეგენდაა, ვითომ სამემკვიდრეო ჰონორარი, თუ სინამდვილეში, იმასთან გვაქვს საქმე, რაზეც ეჭვები გამოითქმის, მაშინ დაგვარწმუნოს, გამოაქვეყნოს,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: დოკუმენტს, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა, არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ აქვს. ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა შენიშვნები
Next: მამუკა მდინარაძე – დეპოლარიზაცია მხოლოდ მმართველ გუნდზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მეორე მხარეზეც, მეორე მხრიდან კი პოლარიზაციის ხარისხის გაღრმავების მცდელობებს ვხედავთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.