Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით

მარშალ პრესი 25/09/2025
irakli kobakhidze3

საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ათი თავით მაღლა დგას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით.

„არ მინდა შევიდე პოლემიკაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, მე არ ვთვლი საჭიროდ ამაზე რეაგირებას. რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ ათი თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულშია
Next: ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025