Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მარშალ პრესი 25/09/2025
EUROPEAN COMISSION

ევროკომისია, გაეროს მიერ მომზადებული, ელექტრონული მმართველობის განვითარების 2024 წლის ანგარიშის ბაზაზე ადამიანური კაპიტალის ინდექსს აქვეყნებს. ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 87% მიიღო, მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი, ლიხტენშტაინი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.

ადამიანური კაპიტალის ინდექსით მსოფლიოში ავსტრალია, ევროპაში კი ისლანდია ლიდერობს. ინდექსის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა სომალიშია, ევროპის მასშტაბით კი ბოლო ადგილზე ბოსნია ჰერცოგოვინა არის.

რაც შეეხება ევროკავშირის ახალ კანდიდატ ქვეყნებს, უკრაინა მსოფლიოსი 47-ე , მოლდოვა კი 62-ე პოზიციაზეა.

ევროკომისიამ ინდექსის ისტორიულ მონაცემებიც გამოაქვეყნა 2003 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ 2003 წელს ადამინური კაპიტალის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 56-ე პოზიციაზე იყო, 2012 წელს 9 საფეხურით 65-ე ადგილამდე დაქვეითდა, მომდოვნო 12 წლის მანძილზე კი ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა 32 ადგილით გაუმჯობესდა და დღეს მსოფლიოში 33-ე ადგილზე იმყოფება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გაერო ამზადებს, რომელიც სტანდარტულად ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იწარმოება.

Continue Reading

Previous: ზელენსკი პირდაპირ ასრულებს „დიფ სთეითის“ დავალებას – გიორგი გამსახურდია
Next: საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025