Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში აკრედიტებული ელჩის ქმედებები მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და მათი მთავრობები, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით, პირდაპირ იმართებიან „დიპ სტეიტის“ მიერ, ამიტომ, ამ ელჩების გამოცვლას აზრი არ აქვს – ერთ ელჩს მეორე შეცვლის, ან ისეთივე აგენტი, ან კიდევ უფრო უარესი

მარშალ პრესი 25/09/2025
zaza shatirishvili

ამ დიპლომატიური თავხედობის პარალელურად, ქართული საზოგადოება ხედავს, რომ აბსოლუტურად ჯანსაღად ქმედებენ სხვა ქვეყნის საელჩოები და ელჩები. არავის სმენია, ქვეყნის შიდა საქმეებსა და პოლიტიკაში ჩარეულიყოს უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგემლობა. ისინი განუხრევლად იცავენ ვენის კონვენციას და ქვეყანათა შორის პარტნიორულ ურთიერთობებს, – ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, კონკრეტული დიპლომატები საქართველოში მიზანმიმართულად აღვივებენ შუღლს საზოგადოებაში და ახალისებენ ძალადობას, რადგან დავალებებს ერთი ცენტრიდან – „დიფ სტეიტიდან“ იღებენ.

„ეს კონტრასტი კიდევ ერთი მკაფიო სამტკიცია იმისა, რომ ფიშერი, არაქელიანი, ჰერჩინსკი, უორდი და კიდევ რამდენიმე, ეგრეთ წოდებული დიპლომატი პირდაპირ დიპ სტეიტის აგენტები არიან, მათი ანტიქართული ქმედება ერთი-ერთში ემთხვევა პასპორტით ქართველი ოპოზიცის წარმომადგებელთა ქმედებებს, რადგან დავალებებს ერთი ცენტრიდან, დიპ სტეიტისგან იღებენ. ხსენებული ელჩები და საელჩოები, იგივე დიპ სტეიტის მცირე ფილიალები მიზანმიმართულად ახალისებენ ძალადობას, რადიკალიზმსა და დაპირისპირებას, აღვივებენ შუღლს საზოგადოებაში და პარალელურად, ადგილზე ამაგრებენ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიონ და ხელისუფლებაში მათი აგენტურა დასვან – რაც არის ამ ეტაპზე დიპ სტეიტის მთავარი ამოცანა საქართველოში“,- ვკითხულობთ წერილში.

წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ აკრედიტებული ელჩების ქმედებები საქართველოში ნათლად გამოხატავს იმას, რომ მათი მთავრობები იმართებიან უშუალოდ „დიპ სტეიტის“ მიერ, შესაბამისად ამ ელჩების გამოცვლას აზრი არ აქვს, რამდენადაც ერთ ელჩს შეცვლის მეორე.

„საქართველოში აკრედიტებული ელჩის ქმედებები მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და მათი მთავრობები, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით, პირდაპირ იმართებიან დიპ სტეიტის მიერ, ხოლო ამ ორ ქვეყანას თავადაც გამალებით ებრძვიან, რათა როგორმე აგენტურის მმართველობა დააფუძნონ. ამიტომ, ამ ელჩების გამოცვლას, მათ გაძევებას არანაირი აზრი არ აქვს – როდესაც მისი დამნიშნავი მთავრობა, ქვეყანა რომელსაც ისინი წარმოადგენენ – მთლიანად დიპ სტეიტის მიერ მართულია. ერთ ელჩს მეორე შეცვლის, ან ისეთივე აგენტი, ან კიდევ უფრო უარესი“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

 

 

Continue Reading

Previous: დროთა განმავლობაში მდგომარეობა არათუ დადებითისკენ შეიცვალა, პირიქით, დღეს კიდევ უფრო ღიად და უტიფრად, კონკრეტული ქვეყნის ელჩები საქართველოში „დიპ სტეიტის“ დავალებებით მოქმედებენ
Next: “ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას სააკაძის ქუჩაზე შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025