Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დროთა განმავლობაში მდგომარეობა არათუ დადებითისკენ შეიცვალა, პირიქით, დღეს კიდევ უფრო ღიად და უტიფრად, კონკრეტული ქვეყნის ელჩები საქართველოში „დიპ სტეიტის“ დავალებებით მოქმედებენ

მარშალ პრესი 25/09/2025
zaza shatirishvili

გარკვეული პერიოდის წინ, მე გამოვაქვეყნე ვრცელი წერილი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩებსა და საელჩოებზე, რომელშიც საუბარი მქონდა უცხო ქვეყნის თანამშრომლებისათვის რაოდენობრივი ლიმიტის დაწესებაზე, რამეთუ საელჩოები, ნაცვლად დიპლომატიური სამსახურისა, უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების, შესაბამისად დიპ სტეიტის მცირე ფილიალებად არის ქცეული, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, დღევანდელობაში კონკრეტული ქვეყნის ელჩები უკვე დაუფარავად მოქმედებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მდგომარეობა არათუ დადებითისკენ შეიცვალა, პირიქით, დღეს კიდევ უფრო ღიად და უტიფრად, კონკრეტული ქვეყნის ელჩები საქართველოში დიპ სტეიტის დავალებებით მოქმედებენ, დაუფარავად ებრძვიან საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას, ადგილზე მოქმედ აგენტურას მაქსიმალურად ასაზრდოებენ“,-წერს შათირიშილი.
შათირიშვილი საუბრობს ბოლო სამი დღის განმავლობაში ჰოლანდიის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომლებიც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ცალსახა დარღვევაა.

„მხოლოდ გასული 3 დღის განმავლობაში: ჰოლანდიის ელჩად წოდებული მელინე არაკელიანი ფარულად შეხვდა ელენე ხოშტარიას საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თანაც მას შემდეგ, რაც ხოშტარიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
გერმანიის ელჩად წოდებულმა პეტერ ფიშერმა ჯერ შეურაცხმყოფელი წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც განცხადებაში მხოლოდ გვარით მოიხსენია ( რაც დიპლომატიური ეთიკის უხეში დარღვევაა), ხოლო შემდეგ საკუთარ მინისტრთან ერთად დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა.

ბრიტანეთის საელჩოში ასევე ფარულად იმყოფებოდნენ რადიკალური ოპოზოციის წარმომადგენლები, გიგა ბოკერია და გია ბარამიძე, რაც შემთხვევით გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის. თუმცა, საელჩოდან გამოსულმა ბარამიძემ არ დამალა, რომ ბრიტანელებს დიპ სტეიტის ფილიალში, იგივე საელჩოს შენობაში 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ესაუბრა…

ევროკავშირის ელჩად წოდებულმა პაველ ჰერჩინსკიმ უკვე მერამდენედ, დააფინანსა და იპარტნიორა ადამიანთან, რომელიც ამართლებს პოლიტიკურ მკვლელობას, ცინიკურად საუბრობს ადამიანის გარდაცვალებაზე და წარმოადგენს ენჯეოს, რომელიც გამუდმებით თესავს სიძულვილს, ხოლო ხალხს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს…

აღარ ჩამოვთვლი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რადგან მათი მხრიდან იმდენად გათავხედებულ ქმედებებს ვხედავთ საქართველოს წინააღმდეგ, რომ ელჩების დონეს დიდი ხანია გასცდნენ და პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრები, ზოგ შემთხვევაში კი ქვეყნის პირველი პირები არიან ჩართული ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლბის დისკრედიტაციის კამპანიაში“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

 

Continue Reading

Previous: რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას
Next: საქართველოში აკრედიტებული ელჩის ქმედებები მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და მათი მთავრობები, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით, პირდაპირ იმართებიან „დიპ სტეიტის“ მიერ, ამიტომ, ამ ელჩების გამოცვლას აზრი არ აქვს – ერთ ელჩს მეორე შეცვლის, ან ისეთივე აგენტი, ან კიდევ უფრო უარესი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025