Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯამბაზების პოლიტიკა დასასრულს უახლოვდება. ახალ რეალობაში, სადაც ტვინების ჭიდილია, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ

მარშალ პრესი 24/09/2025
tamar chiburdanidze

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება – ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს“ პარტია „ხალხის ძალის“ წევი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებას ღიმილის მომგვრელს უწოდებს.

მისი თქმით, ზელენსკის განცხადება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, ერთადერთი მიზნით, იქნებ როგორმე დაეხმაროს ოპოზიციას.

ექპერტი მიიჩნევს, რომ ახალ რეალობაში, ზელენსკის და ევრობიროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ.

„უკრაინის პრეზიდენტის განცხადება საქართველოზე “ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში”, სულ მცირე ღიმილის მომგვრელია. თავად ხომ უკვე “გააწევრიანა” ქვეყანა ევროკავშირში და ახლა ჩვენზე “წუხს”. კაცს, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთზე მიყოლებით უცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომელმაც გაანადგურა საკუთარი ქვეყანა აგენტურული პოლიტიკით, ჩვენზე “შესტკივა” გული, თურმე აქ სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის რეგრესია. არადა, სწორედ ამ ინდექსით იგივე ევროპული ორგანიზაციების კვლევებით, უკრაინას პულსი არ ესინჯება, საქართველო კი მოწინავე რიგებშია.

ყველასათვის გასაგებია, რომ ზელენსკის “მეგობრული წუხილი” მოახლოებული არჩევნებით არის გამოწვეული, იქნებ როგორმე დაეხმაროს ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ სატელევიზიო ეთერში ესაუბრებიან. უკრაინის პრეზიდენტი რომ სხვა ქვეყანაზე სასაუბროდ მოიცლის, მართლაც სასაცილოა.

არაჩვეულებრივი პროცესები მიდის მსოფლიოში. ეს ის დინებაა, სადაც საქართველომ უკვე შეცურა და აუცილებლად გაგვიყვანს ჩვენთვის სასურველ ნაპირზე.

ფულზე გაყიდული ჯამბაზების პოლიტიკა კი დასასრულს უახლოვდება. ახალ რეალობაში, სადაც ტვინების ჭიდილია, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: გპირდებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არა ერთ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ – ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი
Next: ეს დაბარება იყო კულმინაციური მომენტი – მაია ბითაძე გერმანიის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025