Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გპირდებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არა ერთ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ – ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი

მარშალ პრესი 24/09/2025
553533408_122123198732988023_278448886211509525_n

“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ბორჯომის უბნებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, პარტია „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილთან, გინესის რეკორდსმენთან, გიორგი ტალახაძესთან და ოლიმპიური თამაშების პრიზიორთან, რევაზ ლაშხთან ერთად, შეხვედრა ვაშლოვანის, ე.წ ჩარხისწყლის და არდაგანის დასახლებაში გამართა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს, ქალაქის N1 (1,2,3 საარჩევნო უბანი) ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მერაბ იობაშვილი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბორჯომში არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე ბორჯომში მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, პროექტი ითვალისწინებს როგორც ისტორიული შენობების რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ატრაქციონების მოწყობას, ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ბოლო წლებში 15-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა, ამ მიმართულებით მომავალშიც დაგეგმილია სამუშაოები”- აცხადებს გელაშვილი.

მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს, რათა ქალაქი უფრო მეტი ტურისტის საყვარელ ადგილად აქციოს.

ასევე, დაგეგმილი აქვთ სოციალური პროგრამის დამატება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

Continue Reading

Previous: საერთაშორისო მასშტაბის ჯამბაზი და თაღლითი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ომში ჩააბა უკრაინა, დაკარგა ტერიტორიები და მილიონობით ადამიანი გააუბედურა იმის ნაცვლად, რომ საკუთარ შეცდომებზე აგოს პასუხი, ცდილობს საკუთარი მარცხი სხვისი დისკრედიტაციით გადაფაროს
Next: ჯამბაზების პოლიტიკა დასასრულს უახლოვდება. ახალ რეალობაში, სადაც ტვინების ჭიდილია, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025