Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ძალებში ქვიშის რაგბის ტურნირი დასრულდა

მარშალ პრესი 24/09/2025
5004

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით, ქვიშის რაგბის ტურნირი ჩატარდა. რაგბის კლუბ „არმიას“ ორგანიზებულ შეჯიბრებაში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და ვეტერანებით დაკომპლექტებული ექვსი  გუნდი იღებდა.

ტურნირში გამარჯვება მესამე ქვეითმა ბრიგადამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ვეტერანთა გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ქვეითი ბრიგადა მესამე ადგილს დასჯერდა.  საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს თასი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა.

თავდაცვის ძალებში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ტურნირები აქტიურად ტარდება, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Continue Reading

Previous: არჩეული მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა
Next: ევროკომისიის მიერ გავრცელებული „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში ცხადყოფს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: მიუხედავად პოლიტიკური შეტევებისა და კრიტიკისა, არჩეულ ხელისუფლებას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აღიარება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025