Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩეული მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა

მარშალ პრესი 24/09/2025
552358255_2196642577607359_238499769865936394_n

ევროკომისიამ ფრიდომ ჰაუსის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მთავრობების ფუქციონირების გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200 ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში. კვლევის მიზანი იყო, 12 ბალიანი სისტემით შეეფასებინა მთავრობის ფუქციონირება, დემოკრატიულ კონტექსტში, კერძოდ : „არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე“.

2025 წლის შეფასებით საქართველოს მთავრობამ 7 ქულა მიიღო და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ნატოს წევრ ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მონტენეგროსთან ერთად თანაბარი შეფასებით. რეიტინგით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით საქართველო უთანაბრდება სინგაპურს და უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას უნგრეთს და თურქეთს. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს _ მოლდოვას და უკრაინას, ეს ქვეყნები არჩეული მთავრობების ფუნქციონირებით ევროპის უკანასკნელ ექვსეულშია, რუსეთთან, ბელორუსთან, ბოსნია ჰერცოგოვინასთან და სერბეთთან ერთად.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა
Next: თავდაცვის ძალებში ქვიშის რაგბის ტურნირი დასრულდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025