Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკო ინფორმაციას ავრცელებს არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ

მარშალ პრესი 23/09/2025
cesko

ცესკო ინფორმაციას ავრცელებს არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ

“არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში – 160. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიული სიები. ამასთან, მათ  მიეცათ საშუალება მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დისტანციურად წარედგინათ.”- ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://cesko.ge/ge/archevnebi/2025

 

Post navigation

Previous: უკვე ჩვეულებრივ ამბავად იქცა, რომ სტრასბურგის სასამართლო ქართული არარსამთავრობოების საჩივრებს, ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს – NGO სექტორი რაზეც ჩივის, სტრასბურგისთვის გასაგებია, მაგრამ ამას არ თვლის უსამართლობად!
Next: პირდაპირ ამბობენ, რომ პარტაქტივით გაივსება მერია, შესაბამისად, მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს, როგორიცაა დასუფთავება, ჯანდაცვა, კეთილმოწყობა და ა.შ.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.