Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკვე ჩვეულებრივ ამბავად იქცა, რომ სტრასბურგის სასამართლო ქართული არარსამთავრობოების საჩივრებს, ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს – NGO სექტორი რაზეც ჩივის, სტრასბურგისთვის გასაგებია, მაგრამ ამას არ თვლის უსამართლობად!

მარშალ პრესი 23/09/2025
levan nikoleishvili

უკვე ჩვეულებრივ ამბავად იქცა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო ქართული არარსამთავრობოების საჩივრებს, მათი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს სოციალურ ქსელში. ნიკოლეიშვილის განცხადებით, სტრასბურგი არ მიიჩნევს უსამართლობად არასამთავრობო სექტორის ანგარიშების დაყადაღებას, საჩივრის წარმოებაში არ მიღებით კი მისი აზრით, ვერდიქტი გამოტანილია. „უკვე ჩვეულებრივ ამბავად იქცა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო ქართულ არარსამთავრობოების საჩივრებს, მათი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს!

საქმე მარტივადაა, NGO სექტორი რაზეც ჩივის, რომ მათი ანგარიშები დააყადაღეს, ვინ და რატომ კი სტრასბურგისთვის გასაგებია, მაგრამ ამას არ თვლის უსამართლობად! ამერიკული FARA-ს ანალოგიური ქართული კანონის მიხედვით , არასამთავრობოებმა უნდა გაასაჯაროონ მათი ფინანსები ანუ უნდა მოხდინონ თანხების დეკლარირება. თუ კი ისინი ამას არ აკეთებენ შესაბამისად ხდება მათი ანგარიშების დაყადაღება. რა ქნას სტრასბურგმა, მართლა მოცლილი კი არა, რამდენი მივა და უსაფუძვლო საჩივარს მიიტანს ყველა წარმოებაში მიიღოს, არაფერს ვამბობ ვერდიქტის გამოტანაზე, თუმცა ვერდიქტი წარმოებაში არ მიღებით პრინციპში გამოიტანა კიდეც“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული “NGO”-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან
Next: ცესკო ინფორმაციას ავრცელებს არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.