Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულდა საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია

მარშალ პრესი 22/09/2025
5005

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.

პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი კორპუსი, არსებულ შენობას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, კომპიუტერული ოთახი და სველი წერტილები. კეთილმოეწყო ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 1 970 000 ლარია.

სკოლის ახალი ინფრასტრუქტურა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.