Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 22/09/2025
65

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების მიერ კანონდარღვევის პრევენციას, რეაგირებას ყველა შესაძლო შემთხვევაზე და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.

კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge ან ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და სხდომებს კვირაში ერთხელ გამართავ

Post navigation

Previous: ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არამხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ პირველ რიგში სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულდა საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.