Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 22/09/2025
505

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა.

ინფორმაციას შალვა პაპუაშვილი ფეისბუქზე ავრცელებს:

“საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გავმართე.
აღვნიშნეთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიულად მეგობრული კავშირები.
მადლიერება გამოვხატე საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების ურყევი მხარდაჭერისთვის.
საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას და თანამედროვე კომპლექსურ სამყაროში, ერთიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა და მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე მოვლენები საქართველოში. ხაზი გავუსვით დიპლომატიის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაში.
გამოვხატეთ მზაობა, ვითანამშრომლოთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ამ მხრივ, აღინიშნა ნდობაზე დაფუძნებული, ღია და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.”- წერს შალვა პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: დეკემბრის ძალადობრივ აქციებს რაც შეეხება, დიდი ფული იყო დახარჯული ამ ძალადობრივ აქციაზე იმისთვის, რომ ძალადობრივი მეთოდით მომხდარიყო ხელისუფლების შეცვლა
Next: სანოტარო მომსახურება საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025