Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დეკემბრის ძალადობრივ აქციებს რაც შეეხება, დიდი ფული იყო დახარჯული ამ ძალადობრივ აქციაზე იმისთვის, რომ ძალადობრივი მეთოდით მომხდარიყო ხელისუფლების შეცვლა

მარშალ პრესი 22/09/2025
shalva papuashvili

დეკემბრის ძალადობრივ აქციებს რაც შეეხება, დიდი ფული იყო დახარჯული ამ ძალადობრივ აქციაზე იმისთვის, რომ ძალადობრივი მეთოდით მომხდარიყო ხელისუფლების შეცვლა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პიროტექნიკის ყიდვის მხრივ ყველანაირი რეკორდი მოიხსნა.

„ერთი წლის მარაგი შეიძინეს. ეს ფული საიდანღაც ხომ მოდის. ასე ჰაერიდან, ნაჩუქარი იქ არაფერი იყო. ჩვენ ახლა ნელ-ნელა ვხედავთ, მათ შორის, პროკურატურის გამოძიების ფარგლებში თუ სხვა საჯარო წყაროებიდან იმ სქემას, რომლითაც ხდებოდა ძალადობის დაფინანსება საქართველოში. ერთი, ეს გახლავთ უცხოური ფული. ვნახეთ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით ხდებოდა აღჭურვილობის შეძენა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ეს დოკუმენტურად ჩანს, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, იყიდა ამგვარი აღჭურვილობა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევი და ხანდახან თავდასხმისთვისაც. იცით, რომ, მათ შორის, წიწაკის სპრეი იყო შეძენილი, რაც ასევე თავდასხმისთვის გამოიყენება. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა უცხოური ფულით. ვხედავთ რა ორგანიზაციებს, დიდი ალბათობით ეს არის ევროკავშირის ფული. ასევე, შარშან ჯერ არ იყო წინა ადმინისტრაცია და დიდი ალბათობით, ეს გახლავთ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული. ასევე, ჩვენ ვხედავთ ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა ასეთი, მათ შორის, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი, რომელიც თავის დროს კორუფციული გზით აქვს მოპოვებული, მათი მხრიდან დაფინანსება ამ სქემების გამოყენებით აქციებისა.

კიდევ ერთხელ, აქ კიდევ ერთხელ ჩანს, არანაირ გულანთებულობებზე საუბარი არ არის. ეს არის დაფინანსებული ძალადობრივი აქცია, რომელიც დიდწილად იყო უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა სქემის და წყაროს გამოყენებით და ასევე, ზოგიერთი ადგილობრივი დამფინანსებლები. ბაჩიაშვილს და ალასანიას რა აინტერესებთ, ბაჩიაშვილს აინტერესებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ალასანიასაც იგივე, საკუთარი შვილის დახსნა ციხიდან. ამიტომ, ფული იყო ჩადებული ძალადობრივი გზით ხელისუფლების შესაცვლელად გარედან და შიგნიდან, მაგრამ როგორც ყოველთვის, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ იმიტომ, რომ არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა და ახლა უცხოელების იმედად ამ ქვეყანას ვერ აატრიალებ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ბინძური ნიაღვარი მოდის ადგილობრივი “ოპოზიციის” იმ ნაწილიდან, ვინც არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში “კარდაკარ” აქციებს მართავენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ან თუნდაც თბილისში – დიდი ბრიტანეთის საელჩოში. ხვდებიან ყველას და “ყველაფერს” – ოღონდ არა ქართულს და ეროვნულს
Next: შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025