Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შენი პირველი არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში

მარშალ პრესი 22/09/2025
kalanda

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც პირველად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას:

4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტი ის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.

აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე შენ პირველად გაქვს შესაძლებლობა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში – პროცესში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ასე რომ, როცა პირველად ემზადები ხმის მისაცემად, გახსოვდეს, რომ ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის, ქალაქისა თუ თემის მართვასა და მომავლის ფორმირებაში. მხარი დაუჭირო შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, ხელი შეუწყო დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საარჩევნო კულტურის განვითარებას.

არ იფიქრო, რომ ერთი ხმა არაფერს ცვლის. ყველაფერი ერთი ხმიდან იწყება, განსაკუთრებით, როცა ეს შენი ხმაა. შენ წყვეტ ვინ იქნება შენი მერი, ვინ იმუშავებს შენს საკრებულოში და სწორედ ეს არჩევანი განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება ადგილი, სადაც ცხოვრობ და რომელზეც გული შეგტკივა.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი საერთო საქმე. სწორედ ამიტომ, მოგმართავ – გამოიყენე შენი უფლება, მოდი არჩევნებზე და აირჩიე შენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა.”– განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

Continue Reading

Previous: ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება
Next: ბინძური ნიაღვარი მოდის ადგილობრივი “ოპოზიციის” იმ ნაწილიდან, ვინც არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში “კარდაკარ” აქციებს მართავენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ან თუნდაც თბილისში – დიდი ბრიტანეთის საელჩოში. ხვდებიან ყველას და “ყველაფერს” – ოღონდ არა ქართულს და ეროვნულს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025