Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება

მარშალ პრესი 22/09/2025
irakli kobakhidze

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და რა თქმა უნდა, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს სწორედ ამ ეროვნული სასახლის დამსახურებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მადლობა დედაქალაქის მერიას, პირადად დედაქალაქის მერს კახა კალაძეს. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებული გემოვნებითა და გამორჩეული ხარისხით კეთდება ხოლმე ყველა ასეთი პროექტი, აქედან გამომდინარე, პირადად მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას, თითოეული არქიტექტორს, რესტავრატოს, მშენებელს, ვინც უდიდესი პროფესიონალიზმით გააკეთა ეს უდიდესი საქმე. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ეროვნულ სასახლეს ვუსურვო დიდი წარმატებები მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Continue Reading

Previous: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს
Next: შენი პირველი არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025