Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მისია საქართველოში ჩამოვიდეს – კონსტანტინე ჟღენტი ეუთო/ოდირის უარზე

მარშალ პრესი 20/09/2025
konstantine jgenti

როგორც ეუთო, ისე ევროპარლამენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – ყველა არის იმ პროცესების გავლენის ქვეშ, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, – განაცხადა დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა გადაცემაში „EURO ანატომია“, რითაც გამოეხმაურა დროის სიმცირის საბაბით ეუთო/ოდირის უარს, მიავლინოს მისია საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვირვებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არ არის, რელევანტური არაა. კონსტანტინე ჟღენტი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირის ეს პოზიცია ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია.

„ეუთო/ოდირის არგუმენტი, რომ ერთი თვე სადამკვივრებლო მისიის მოსამზადებლად საკმარისი არაა, რელევანტური არ არის. ეუთო/ოდირის ეს პოზიცია არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ აქ მისია ჩამოვიდეს. თუ ეს არ არის საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები და არის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისია, სავსებით საკმარისია ის ერთი თვე, რომ ჩამოვიდეს, დააკვირდეს და დასკვნა გამოიტანოს, ამიტომ ვამბობთ, რომ მათ ბულინგის შეეშინდათ“, – აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.

4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. ჩეხეთში არჩევნები 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა ბრიტანეთის სანქციებზე: ესენი არიან ევროპის ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში
Next: ყველა მუნიციპალიტეტში პირწმინდად აქვს წაგებული ფსევდო-ოპოზიციას – გიორგი გამსახურდია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.