Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ბრიტანეთის სანქციებზე: ესენი არიან ევროპის ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში

მარშალ პრესი 20/09/2025
irakli zarkua

გვახსოვს, რეზოლუციებში გვიწერდნენ რაღაც სიგიჟეებს, შემდეგ ჩამოვიდა აშშ-დან დელეგაცია, რომელმაც ვერ დააფიქსირა [საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლა] და თქვეს, რომ ეს უსაფუძვლო განცხადებები იყო. მორიგ მსგავს აქტთან გვაქვს საქმე, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებაზე საუბრისას.

მისი განცხადებით, საქართველოს მიმართ მსგავსი ბრალდებები ახალი არ არის, თუმცა, მთავარია, რომ ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებს და წესრიგს იცავს, ხოლო ხელისუფლების არჩევანი – მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ, კვლავ უცვლელია.

“ესენი არიან ევროპის გარკვეული ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ გადატრიალება მოხდეს, თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ. მათ შორის, აშშ-ის კონგრესი იქნება თუ ბრიტანეთის თემთა პალატა, ყველგან არიან ლობისტური ორგანიზაციები, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, მცდელობა აქვთ, გააშავონ ეს ქვეყანა და სიგიჟეები მოუგონონ. ჩვენთვის ეს არახალია, ბევრი გვინახავს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო წესრიგს. ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ქალბატონმა კალასმა, ჯერ თავის ქმარს აუკრძალოს რუსეთთან ვაჭრობა და მერე უკითხოს სხვას მორალი. ჩვენ ჩვენი არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს არის – მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ – და ამას შევინარჩუნებთ,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
Next: ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ერთი თვე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მისია საქართველოში ჩამოვიდეს – კონსტანტინე ჟღენტი ეუთო/ოდირის უარზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.