Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა

მარშალ პრესი 19/09/2025
1

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი გაერთიანების – „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი და წინასაარჩევნო გარემო რეგიონში. აღინიშნა, რომ ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელის ინიციატივის მოსმენა და გაზიარება.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად იქნება მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.

„ბათუმელთა დარბაზს“ ბათუმის საპატიო მოქალაქე, დიპლომატი, ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე ვალერიან მოქერია ხელმძღვანელობს. გაერთიანების წევრები გამორჩეული ბათუმელები არიან.

Post navigation

Previous: ყველგან დადიან, ყველას ხვდებიან, გარდა საქართველოსი, რადგან აქ არც ამომრჩეველი ჰყავთ და არც სათქმელი აქვთ რამე – დავით ქართველიშვილი ოპოზიციის უცხოურ ვოიაჟებზე
Next: არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.